ღირებულებები
ხარისხი და სანდოობა
ჩვენთვის ხარისხი მხოლოდ პროდუქტის მახასიათებელი არაა ეს არის ბიზნესის ფილოსოფია. ვმუშაობთ მხოლოდ გამოცდილი ევროპული ტექნოლოგიებითა და უმაღლესი ხარისხის ინგრედიენტებით, რათა ჩვენს პარტნიორებს ყოველ ჯერზე მივაწოდოთ სტაბილური და სანდო შედეგი.
ცოდნა და პროფესიონალიზმი
ვიტამელი წარმოადგენს ცოდნისა და გამოცდილების ცენტრს კავკასიის რეგიონში. ჩვენს მომხმარებლებს ემსახურებიან ტექნოლოგიური ცენტრები თბილისში, ბაქოში, იზმირში (თურქეთი) და არენსბურგში (გერმანია), რომლებიც უზრუნველყოფენ უწყვეტ პროფესიულ განვითარებას, სწავლასა და გამოცდილების გაზიარებას
ინოვაცია და განვითარება
ინოვაცია ჩვენთვის უწყვეტი პროცესია. ვთანამშრომლობთ გერმანელ და ადგილობრივ ექსპერტებთან, რათა მუდმივად განვავითაროთ ახალი პროდუქტები და შემოვიტანოთ თანამედროვე გადაწყვეტილებები რეგიონში.
პარტნიორობა და თანამშრომლობა
ჩვენი მომხმარებლის წარმატება ჩვენი წარმატებაა. მჭიდროდ ვთანამშრომლობთ თითოეულ პარტნიორთან, რათა ერთად მივაღწიოთ მათ ბიზნეს მიზნებს და უზრუნველვყოთ გამორჩეული პოზიცია ბაზარზე.
დარგის განვითარება
ჩვენი მიზანია არა მხოლოდ ხარისხიანი პროდუქტის მიწოდება, არამედ მთლიანი სექტორის განვითარებაში მონაწილეობის მიღება. ჩვენ ვცდილობთ ხელი შევუწყოთ ცოდნის გავრცელებას, გავაძლიეროთ ადგილობრივი სპეციალისტების პროფესიული განვითარება და ამით შევქმნათ დამატებითი ღირებულება მთელი ინდუსტრიისთვის.
პასუხისმგებლობა და ეთიკა
გვწამს, რომ მდგრადი განვითარება ეფუძნება პასუხისმგებლობას, როგორც პროდუქტის ხარისხის, ისე საზოგადოების და გარემოს წინაშე. ჩვენ ვხელმძღვანელობთ ეთიკისა და გამჭვირვალობის პრინციპებით ყველა ნაბიჯზე.