• ჩვენ შესახებ
    • ჩვენი ისტორია
    • ღირებულებები
    • ჩვენი გუნდი
  • პროდუქტები
  • კონსალტინგი
  • ვიტატექი
  • კარიერა
  • სიახლეები

კონტაქტი

ka

en

კომპანიის ისტორია

გერმანულ - ქართული კომპანია ვიტამელი დაარსდა 2017 წელს და წარმოადგენს გერმანული კომპანიების Muhlenchemie GmbH & Co.KG და DeutscheBack GmbH & Co.KG პირდაპირ და ექსკლუზიურ წარმომადგენლობას კავკასიის რეგიონში. კომპანია Muehlenchemie GmbH & Co. KG-ს უკვე 100 წელზე მეტია წამყვანი პოზიცია უკავია ფქვილის გაუმჯობესებისა და სტანდარტიზაციის სფეროში და ფლობს მსოფლიო ბაზრის 22%-ს. ვიტამელი 2017 წლიდან აწვდის კავკასიის რეგიონში წისქვილებს, პურ-ფუნთუშეულისა და საკონდიტრო საწარმოებს ევროპულ, მაღალი ხარისხის გამაუმჯობესებლებს, პრემიქსებს და ინგრედიენტებს. 2023 წლიდან თბილისის სათაო ფილიალს დაემატა ბაქოს ფილიალი, რომელიც დაკომპლექტდა აზერბაიჯანელი მაღალკვალიფიციური ექსპერტების გუნდით. ამჟამად კომპანია ფლობს ტექნოლოგიურ ცენტრებს თბილისსა და ბაქოში. აგრეთვე, ჩვენს განკარგულებაშია არენსბურგის Stern Technology Center, სადაც ჩვენი ქართველი და აზერბაიჯანელი ტექნოლოგები, გერმანელ კოლეგებთან ერთად, ანვითარებენ დამკვეთზე ინდივიდუალურად მორგებულ პროდუქტებს და ეხმარებიან მათ კონკრეტული გამოწვევების გადაჭრაში. ჩვენი მიზანია მომხმარებლებს მუდმივად მივაწოდოთ სექტორში მიმდინარე სიახლეები, შევთავაზოთ ინოვაციური გადაწყვეტილებები და დავეხმაროთ საუკეთესო, მაღალი ხარისხის პროდუქციის წარმოებაში. ეს ჩვენს მომხმარებლებს საშუალებას აძლევს დაიკავონ ბაზრის მოწინავე პოზიციები, რასაც ადასტურებს ჩვენი მრავალი წარმატებული პროექტი!

About Vitamehl