
5% - 20%
10/20/25 კგ
ᲑᲣᲜᲔᲑᲠᲘᲕᲘ ᲓᲔᲓᲝ
ბუნებრივი გამომშრალი დედო მზადდება როგორც ჭვავის, ასევე ხორბლის ბაზაზე, შესაფერისია სხვადასხავა პროდუქტისთვის, როგორებიცაა: არტიზანული პურები, ტოსტის პური, ცეხვილის და ჭვავის პურები, ბაგეტები და ა.შ.
- გამომშრალი დედო აღმოფხვრის სტარტერის წინასწარ მომზადების აუცილებლობას,
- ამარტივებს საწარმოო პროცესებს;
- აქვს დამახასიათებელი ბუნებრივი სიმჟავე და არომატი;
- ბუნებრივი სიმჟავის დახმარებით ხანგძლივდება პროდუქციის ვადა

0.05 - 0.1 %
10/20/25 კგ
ALPHAMALT FRESH 15
ფერმენტული დანამატი სიახლის გრძელვადიანი შენარჩუნებისთვის არის განკუთვნილი
- გამოიყენება შემდეგ პროდუქტებში: პური, ტოსტი და ფუნთუშეულობა;
- პროდუქტის გამოყენების შემდეგ ნაწარმი ნაკლებად იფხვნება;
- ინარჩუნებს სირბილესა და ტენიანობას;
- შეფუთული პროდუქტი ხანგრძლივად ინარჩუნებს სიახლეს, რაც მნიშვნელოვანია როგორც რეალიზაციის პროცესში (ამცირებს ქსელიდან უკან დაბრუნებული პროდუქციის ხვედრით წილს), ასევე მომხმარებლის კმაყოფილებისთვის.

0.5% - 1%
10/20/25 კგ
EMCE SORB SS / EMCE PROP G
ობის საწინააღმდეგო პრეპარატები
- შექმნილია სპეციალურად ობისა და კარტოფილის დაავადებების განვითარების პრევენციისთვის პურ-ფუნთუშეულსა და საკონდიტრო პროდუქტებში;
- მნიშვნელოვნად ზრდის პროდუქტის ვადიანობას;
- ხელს უწყობს პროდუქციის ხანგრძლივი დროით მაღალი ხარისხის შენარჩუნებას

0.2% - 1%
10/20/25 კგ
VMB BAGUETTEGOLD
ბაგეტის პურის გამაუმჯობესებელი, დაფუძნებულია ენზიმების კომპლექსზე, რომელიც უზრუნველყოფს იდეალური ბაგეტის ცხობას:
- აძლევს ბაგეტის ქერქს ოქროსფერ შეფერილობას;
- ხორბლის ბუნებრივი დედო აძლევს პროდუქტს საუკეთესო არომატს;
- ეხმარება პროდუქტს ცხობის დროს მოცულობის ზრდაში;
- ზრდის ცომის სტაბილურობას ფერმენტაციის პროცესში;
- ახანგრძლივებს პროდუქტის შენახვის ვადას

0.05% - 0.2%
10/20/25 kg
VMB BATONPOWER
ბატონის პურის უნივერსალური გამაუმჯობესებელი თქვენი საწარმოსთვის
- ზრდის პურის მოცულობას;
- აუმჯობესებს პურის რბილობის სტრუქტურას;
- უზრუნველყოფს ოქროსფერი ქერქის წარმოქმნას, რაც უფრო მიმზიდველსა და გემრიელს ხდის საბოლოო პროდუქტს;
- ახანგრძლივებს შენახვის ვადას

0.1% - 0.4%
10/20/25 კგ
VMB BUNMASTER
იდეალური დანამატი ბურგერის პურის წარმოებისთვის
- უზრუნველყოფს სტაბილურად ერთი და იმავე ზომის, ფორმის და სტრუქტურის ბურგერების წარმოებას;
- ხელს უწყობს ნაზი, მდგრადი და წვრილფოროვანი რბილობის წარმოქმნას, რომელიც ადვილად იკბიჩება (short bite) და ამასთანავე, უძლებს შიგთავსით დატვირთვას;
- ზრდის მოცულობას;
- ხანგრძლივებს პროდუქტის შენახვის ვადას

0.2% - 1%
10/20/25 კგ
VMB CIABATTA CRUST & CLOUD
ჩაბატის გამაუმჯობესებელი ქმნის ფორმის, ტექსტურისა და გემოს ჰარმონიულ ბალანსს ტიპური იტალიური ჩაბატას წარმოებისთვის:
- აძლევს ცომს შესაძლებლობას, დაყოვნების პერიოდში შემცირდეს დუღილის ხანგრძლივობა;
- ხელს უწყობს ჩაბატასთვის დამახასიათებელი რბილობის (არარეგულარული, წვრილი და მსხვილი ფორების კომბინაციით) წარმოქმნას;
- ხელს უწყობს ხრაშუნა ქერქის ფორმირებას;
- ხორბლის ბუნებრივი დედო აძლევს ჩაბატას საუკეთესო არომატს;
- ახანგრძლივებს პროდუქტის სიახლის შენარჩუნების ვადას

0.1% - 0.4%
10/20/25 კგ
VMB HOTDOGMASTER
ენზიმების კომპლექსი ფართოდ გამოიყენება ჰოთ-დოგის პურის წარმოებისთვის
- ზრდის მოცულობას და უზრუნველყოფს იდეალურ, ჰოთ-დოგისთვის დამახასიათებელ ოვალურ ფორმას;
- უზრუნველყოფს ნაზ, თხელ, ოქროსფერ, ერთგვაროვან ქერქს;
- ხელს უწყობს თეთრი ფერის წვრილფოროვანი ელასტიური რბილობის წარმოქმნას, რომელიც ადვილად იკბიჩება (Short Bite) და ამასთანავე, უძლებს სხვადასხვა შიგთავსით დატვირთვას;
- ახანგრძლივებს პროდუქტის შენახვის ვადას

0.2% - 1%
10/20/25 კგ
VMB PIZZAFLEX
ფქვილის გამაუმჯობესებელი გამოიყენება პიცის ცომის მოსამზადებლად
- ხორბლის ბუნებრივი დედო პიცას აძლევს საუკეთესო არომატს;
- ზრდის ცომის ელასტიურობას და დრეკადობას;
- უზრუნველყოფს პიცის ნაპირებზე მსხვილფოროვან, ჰაეროვანი სტრუქტურის მიღებას (სურვილისამებრ) და ხრაშუნა ქერქის ფორმირებას (არტიზანული პიცის დასამზადებლად)

0.1% - 0.4%
10/20/25 კგ
VMB TOASTMASTER
შექმნილია ტოსტის პურის ხარისხის მაქსიმალურად გაუმჯობესებისთვის
- ზრდის ცომის სტაბილურობას ფერმენტაციის პროცესში;
- ხელს უწყობს ოქროსფერი ერთგვაროვანი ზედაპირის ჩამოყალიბებას და მყარი კარკასის წარმოქმნას;
- აძლევს რბილობს, ერთი მხრივ, ნაზ სტრუქტურას, მეორე მხრივ, ხდის უფრო მდგრადს და მექანიკური ზემოქმედების დროს დაფშვნის მიმართ ტოლერანტულს;
- ახანგრძლივებს პროდუქტის შენახვის ვადას

0.1% - 0.4%
10/20/25 კგ
VMB TORTILUXE
ტორტილიას და ლავაშის გამაუმჯობესებელი
- ცომს მატებს ელასტიურობას, რაც უაღრესად მნიშვნელოვანია როგორც დანადგარით ცომის დამუშავების, ასევე ცომის ტრადიციულად, ხელით, დამუშავების პირობებში;
- პროდუქტი ხანგრძლივად ინარჩუნებს სირბილეს, არ ხმება მალე;
- უზრუნველყოფს პროდუქტის ერთფეროვნად დაბრაწვას და აძლევს მას ოქროსფერ შეფერილობას;
- ტორტილია/ლავაში საკმარისად ელასტიური და ტენიანია, არ იბზარება დახვევისას;
- ელასტიურობის მიუხედავად, პროდუქტი რჩება რბილი და ადვილად იკბიჩება (Short bite)

30%
10/20/25 კგ
VMB ROGGENBASE
VMB Roggenbase 30%-ის მიქსი იდეალური მიქსია არომატული ჭვავის პურის მისაღებად
- შეიცავს როგორც ჭვავის ფქვილს, ასევე ფერმენტულ კომპლექსს;
- შეიცავს ბუნებრივ დედოს, რომელიც პურს სძენს განსაკუთრებულ არომატს;
- ხრაშუნა შავი ქერქი ქმნის საუკეთესო კონტრასტს მის რბილ მსხვილფოროვან შიგთავსთან;
- მოქნილია ჭვავის პურის სხვადასხვა პროცენტულობის შემადგენლობისთვის (30 % - 100%)

20%
10/20/25 კგ
VMB VOLLKORNBASE 20%
ხორბლის ცეხვილი ფქვილის ბაზაზე შემუშავებული მიქსი არომატული არტიზანული პურისთვის
- შემადგენლობა: სხვადასხვა მარცვლეული და მშრალი ბუნებრივი დედო, მუქი და ოქროსფერი სელის თესლები, მზესუმზირის მარცვლები, ჭვავის ფანტელები, შვრიისა და ხორბლის ფანტელები;
- თანაბრად დაბრაწული ქერქი ქმნის კონტრასტს მის რბილ შიგთავსთან;
- შეიცავს ხორბლის ბუნებრივ დედოს, რომელიც პურს სძენს განსაკუთრებულ არომატს